გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მდინარე რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორია კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილი გახდება

28-02-2022

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, მდ. რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორია კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილი იქნება.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული ცვლილების შედეგად, 671.5 ჰექტარით გაიზრდება კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი და გახდება 44 980 ჰექტარი (მომატებული 671.5 ჰა-დან სახმელეთო ფართობი გაიზრდება-196.5 ჰექტარით და გახდება 29 229ჰა, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 475ჰექტარით და გახდება- 15 751ჰა).


"კოლხეთის ეროვნულ პარკს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2021 წლიდან იგი იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.


მდ. რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორიისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა სახეობების შესანარჩუნებლად, რომელიც გადაშენების პირასაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში" - აცხადებენ სამინისტროში.