გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამტრედიაში, საპირფარეშოს ორმოში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

11-05-2018

სამტრედიაში, ეზოს საპირფარეშოს ორმოში გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი იპოვეს. რამდენიმე საათის დაბადებული ჩვილი თავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის საპირფარეშოს ორმოდან ამოიყვანეს. 
თვითმხილველის თქმით, საპირფარეშოში შესულმა ორმოში რაღაც საეჭვო დაინახა, რომელიც ჩვილის ცხედარი აღმოჩნდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობდნენ. ოჯახის წევრები პოლიციამ სამტრედიის რაიონულ განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ოჯახში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, თუმცა მისი ბრალეულობა არ დადასტურდა. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს–ში განუცხადეს, საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"