გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„როიტერი“: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან, საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადები მიიღონ

3-03-2022

ევროკავშირი მზად არის, მიიიღოს წევრობის განაცხადები საქართველოდან და მოლდოვიდან.


„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.


ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, განცხადებები იყო „დაუყოვნებლივი“.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით 3 მარტს ოფიციალურად წარედგინება.