გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია გაბრიჭიძე ენმ-ზე: მილიონ ნახევარი დოლარი გამოუყვეს თავიანთ ლობისტებს, რათა მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ქართველი ხალხის ევროკავშირში მიღებას

4-03-2022

ის რომ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მტერია, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის და ამას არა მხოლოდ მათი შიდა "საქმეებიდან" ვხედავდით, არამედ კარგად გვახსოვს, თუ როგორ ბომბავდნენ წერილებით ევროპულ სტრუქტურებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნით.


დღესაც მილიონ ნახევარი დოლარი გამოუყვეს თავიანთ ლობისტებს, რათა მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ქართველი ხალხის ევროკავშირში მიღებას - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე.


მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს თავიანთი სიბოროტის შესრულებას და ისე გაიქცევიან, როგორც გიენები ლომის გამოჩენის დროს.

„ის რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მტერია, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის და ამას არა მხოლოდ მათი შიდა "საქმეებიდან" ვხედავდით, არამედ კარგად გვახსოვს, თუ როგორ ბომბავდნენ წერილებით ევროპულ სტრუქტურებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნით. გვახსოვს ე.წ. სახალხო დამცველის "დანოსები", რომლებიც ბოღმით და ტყუილით ერთი-ერთში ჰგავს 1937 წელში ჩეკაში დაწერილ "დანოსებს". და დღესაც მილიონ ნახევარი დოლარი გამოუყვეს თავიანთ ლობისტებს, რათა მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ქართველი ხალხის ევროკავშირში მიღებას. არაუშავს. ვერ შეძლებენ თავიანთი სიბოროტის შესრულებას და ისე გაიქცევიან, როგორც გიენები ლომის გამოჩენის დროს“- წერს გაბრიჭიძე.