გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ტყიბულში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება

4-03-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი მეწარმეებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და უკრაინაში დაზარებულთათვის ჰუმანიტარულ აქციის შესახება ესაუბრა.


ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მზაობა გამოხატეს აქციაში მონაწილეობაზე და სურვილი გამოთქვეს დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულ მოსახლეობას. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა, რომ ამ მძიმე წუთებში მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის თანადგომა.


გარდა იმისა, რომ მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა სახსრები პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად, ჰუმანიტარულ აქციაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს მერიის, საკრებულოს  და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებმაც.


ნივთების მიტანა შემდეგ მისამართზე:

ქ.ტყიბული, თაბუკაშვილის N5 (სპორტის სასახლე);

ტელ: 595 85 77 05

 

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია სახელმწიფო ხაზინის  ანგარიშზე

სახაზინო კოდი - 300278800

დანიშნულება - უკრაინისთვის