გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ორ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 49,2%-ით გაიზარდა

14-03-2022

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 49.2 პროცენტით მეტია.


საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 760.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (54.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 778.9 მლნ. აშშ დოლარი (47.0 პროცენტით მეტი).


უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-თებერვალში 1 018.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტი შეადგინა.