გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კასპში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

14-03-2022

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად დასახლებების საერთო კრებები ლამისყანის, ოკამის, აღაიანისა და წინარეხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.


მოსახლეობასთან შეხვედრებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.


საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის ის პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებშია შესაძლებელი. ადგილობრივებმა პრიორიტეტად ძირითადად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების წმენდის, გარე განათების, სპორტული ინფრასტრუქტურის და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა დაასახელეს.


გასულ 2021 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში 99 პროექტი განხორციელდა. 2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 950 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 17 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელში გაიმართება.