გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხაშურში 4 კმ სიგრძის სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

16-03-2022

„საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.


სოფელ ოსიაურის ტერიტორიაზე წყალგამანაწილებელი არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურის, გომისა და აგარების 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.


საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.