გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ამბობდა ირაკლი კობახიძე 4 მარტს - 18 მარტს ფაქტობრივად იმავეს ამბობს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

18-03-2022

,,თუ ამას იტყვის გერმანიის კანცლერი ეთანხმებიან, თუ იმავეს ამბობს ქართული ხელისუფლების წარმომადგენელი ან არ ეთანხმები ან ამბობ - აი იმან უცხოელმა სხვანაირად თქვა აი, ჩვენმა კი სხვანაირადო!’’- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოლაფ შოლცის განცხადებას.


როგორც ნიკოლეიშვილი წერს, რასობრივი ნიშნითა და ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნა, ადამიანის უფლების დარღვევა, თანაბრად მიუღებელია, როგორც ქართველი, ასევე გერმანელი პოლიტიკოსისათვის.


,,იმასაც რასაც ამბობდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ჯერ კიდევ 4 მარტს, უკვე 18 მარტს ფაქტობრივად იმავეს ამბობს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი. რა ხდება? თითქოს და არაფერი. რასობრივი ნიშნითა და ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნა, ადამიანის უფლების დარღვევა, თანაბრად მიუღებელია, როგორც ქართველი, ასევე გერმანელი პოლიტიკოსისათვის. უფრო მეტიც, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის, ევროლიგის საფეხბურთო თამაშებზე წარდგენილ საფეხბურთო გუნდებზე მაისურზე აქვთ რასიზმის დაგმობელი წარწერები. მოკლედ ცივილიზებული სამყარო ამ საკითხებზე ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმებულია! ოღონდ ჩვენთან თუ ამას იტყვის გერმანიის კანცლერი ეთანხმებიან, თუ იმავეს ამბობს ქართული ხელისუფლების წარმომადგენელი, ან არ ეთანხმები ან ამბობ, აი იმან უცხოელმა სხვანაირად თქვა აი, ჩვენმა კი სხვანაირადო! რეალობა კი ის გახლავთ, რომ ევროპაშიც აღმოჩნდა უგუნურები თუ უვიცები, რასაც გმობს გერმანიის კანცლერი, საქართველოში კი მიზანმიმართულად მოქმედი პროვოკატორები გვყავს, რომლებიც რომ ჰკითხო ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია მიუღებელია, ოღონდ ...გააჩნია...ვნახოთ...რომელი ეროვნების წარმომადგენლები...და ასე შემდეგ’’ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.