გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში HorizonEurope-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

20-03-2022

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში HorizonEurope-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, HorizonEurope-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი მაია ოკუჯავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

საგრანტო ოფისის ფუნქცია იქნება ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

 

HorizonEurope-ის საგრანტო ოფისები უკვე მოეწყო საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა.

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, HorizonEurope-ის წევრი გახდა და საქართველოში HorizonEurope-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა. ეროვნული ოფისის მისიაა ევროკავშირსა ა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.