გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიმდინარე კვირაში უკრაინიდან სამშობლოში საქართველოს 242 მოქალაქე დაბრუნდა

20-03-2022

სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა 80-მდე საქართველოს მოქალაქე, მიმდინარე კვირას კი საერთო ჯამში 242 მოქალაქე. ხოლო რუმინეთიდან მიმდინარე კვირას საქართველოს საელჩოს დახმარებით დაბრუნდა 75 საქართველოს მოქალაქე. ასევე გრძლდება უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო განაგრძობს ქ.ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, მორიგი რეისი 20 მარტს არის დაგეგმილი.


საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ გაყვანას ახორციელებს საქართველოს საპატიო საკონსულო ქ. ოდესაში, მოქალაქეები მოლდოვას მიმართულებით მიემგზავრებიან, საიდანაც რუმინეთის გავლით ხორციელდება მათი სამშობლოში დაბრუნება. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველიდი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სახელმწიფომ უზრუნველყო სამშობლოში ორგანიზებულად 2000-მდე მოქალაქის დაბრუნება.