გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორეს დამსახურება არის ის, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება

25-03-2022

დიდმა საერო მამებმა, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმემ, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა, ჩვენს სასულიერო, გამორჩეულ პირებთან ერთად, შემდგომში პატრიარქებთან ერთად, ილია მეორე, კალისტრატე, ამბროსი ხელაია, მათი ეს დაჟინებული ძალისხმევით სწორედ, გამოცხადდა 1917 წლის 25 მარტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.


მთავრობის მეთაურის თქმით, 1990 წლამდე ვერ ჰპოვა ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორეს დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება და სწორედ მისი ავტორიტეტის დამსახურება არის.


„მეუფე შიომ გაიხსენა საოცარი სიტყვები ჩვენი ღირსეული წინაპრების. იმის მიუხედავად, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იყო ნაწილი დიდი მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყაროსი, ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები იმ დროს და ყოველთვის, ყველა ეპოქაში, მიისწრაფვოდნენ ავტოკეფალიისკენ და სწორედ, როგორც აღნიშნა მეუფე შიომ, დიდმა საერო მამებმა, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმემ, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა, ჩვენს სასულიერო, გამორჩეულ პირებთან ერთად, შემდგომში პატრიარქებთან ერთად, ილია მეორე, კალისტრატე, ამბროსი ხელაია, მათი ეს დაჟინებული ძალისხმევით სწორედ, გამოცხადდა 1917 წლის 25 მარტს და აღდგა ჩვენი, იმ დროს ჩვენი ქართველების ოცნება და გამოცხადდა ავტოკეფალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნა მეუფე შიომ, 1990 წლამდე ვერ ჰპოვა ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორეს დამსახურება არის ის, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება და სწორედ მისი ავტორიტეტის დამსახურება არის. კიდევ ერთხელ ვუერთდები ამ მილოცვას. დაე დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გაერთიანების სიმბოლო და შესაბამისად, მთელს ერს და ბერს მოკრძალებით გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.