გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: თუ შენ, შენი ნებართვით, უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს იმ ქვეყანაში სადაც არის საომარი მოქმედებები, ეს აპრიორი ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში

25-03-2022

,,რამდენი პროვოკაციაც შემოგვთავაზეს, იმდენჯერ მიიღეს რაციონალური პასუხი. თვითმფრინავის თემა იყო ყველაზე აქტუალური ამ კუთხით’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “POSTV’’-ის ეთერში.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც იმ ქვეყანაში შენი ნებართვით უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს, ეს ნიშნავს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას.


,,ძალიან მარტივად იყო აქ საქმე, თუმცა ძალიან რთულ შედეგებამდე მიგვიყვანდა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ თუ შენ შენი ნებართვით უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს, იმ ქვეყანაში სადაც არის საომარი მოქმედებები, ეს აპრიორი ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში, რაც არაერთხელ თქვა, არაერთმა ლიდერმა. მათ შორის, ბორის ჯონსონმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ისინი არათუ ხელს არ შეუწყობდნენ მოხალისე მებრძოლების წასვლას უკრაინაში, არამედ, რეკომენდაციას არ უწევდნენ, თუნდაც ირიბი ფორმით ადამიანების ჩართვას სამხედრო კონფლიქტში’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.