გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ, პირდაპირ რუკა ჰქონდათ გაშლილი და რუკის ფონზე საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეიჭრას საქართველო სოხუმში და ცხინვალში

25-03-2022

რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ, პირდაპირ რუკა ჰქონდათ გაშლილი და რუკის ფონზე საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეიჭრას საქართველო სოხუმსა და ცხინვალში. ეს არის მათი რიტორიკა, ეს არის უდიდესი საფრთხის შემცველი და ყველას კარგად გვესმის, მის უკან რა ინტერესი შეიძლება იდგეს“- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტვ“- ის ეთერში.

 

მისი თქმით, ეს რიტორიკა გვესმის პირდაპირი ფორმითაც. მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ეს არის ქვეყნის ჩართვა სამხედრო კონფლიქტში.

 

„ჯერჯერობით პოლიტიკოსები იმდენად ვერ ბედავენ, მაგრამ თუ ჩართავთ მათ სატელევიზიო არხებს - „მთავარი არხს“, „ტვ პირველს“ , „ფორმულას“, მათ ეთერებში პირდაპირი თუ ირიბი ძალიან ღია რიტორიკა გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში. რამდენიმეჯერ პოლიტიკოსებმა სცადეს ამ თემის შემოტანა დისკუსიაში, იგივე უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ისინი ღიად საუბრობენ ომზე, იარაღზე და ა.შ. ჩვენ რომ ვუპასუხეთ, უსუფაშვილს უკან დაწევა მოუწია, მაგრამ მცდელობა იყო. რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ, პირდაპირ რუკა ჰქონდათ გაშლილი ამასწინათ და რუკის ფონზე საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეიჭრას საქართველო სოხუმში და ცხინვალში. ეს არის მათი რიტორიკა, ეს არის უდიდესი საფრთხის შემცველი და ამის უკან რა ინტერესი შეიძლება იდგეს, ყველას კარგად გვესმის, თუმცა, ამ სიღრმეებში არ შევალ, იმიტომ რომ ძალიან მგრძნობიარე თემაა. ერთი, რაც შეიძლება ცალსახად ითქვას, არის ის, რომ ისინი თავიანთ პოლიტიკურ შანსს ხედავენ საქართველოში ვითარების არევაში და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვაში. ისინი ვერანაირად ვერ ახერხებენ ხელისუფლების პოზიციების შერყევას და რა თქმა უნდა, საქართველო რომ ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, ეს ბევრ სხვა სიმძიმესთან ერთად გამოიწვევს იმასაც, რომ შესუსტდება ხელისუფლების სისტემა, რაც მმართველ პარტიაზეც აისახება. ეს არის მათი მიზანი, რაზეც ღიად საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ყველა პროვოკაციიდან ჩანს, რომ მათ ახლა ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ეს არის ქვეყნის ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, ეს არის ომის პარტია, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.