გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორში რელიგიური უმცირესობის სალოცავს ამაღლების ღამეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

17-05-2018

გორში რელიგიური უმცირესობის სალოცავს ამაღლების ღამეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რელიგიური ორგანიზაციის „იაჰოვას მოწმეთა“ გორის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე 2 მუხლითაა აღძრული.

მათი განცხადებით, გვიან ღამით შენობაზე თავდასხმა მოხდა და იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის შესასვლელ კარებს სანადირო თოფიდან ესროლეს.

შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, არ არსებობენ დაზარალებულებიც. თავად იეჰოვას მოწმეებს მომხდარზე საუბარი არ სურთ.

მეზობლების თქმით, სროლის ხმა ან საეჭვო ხმაური არ გაუგონიათ. პოლიცია საქმეს რელიგიური გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს.

"რუსთავი 2"