31-03-2022
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ვანო ნადირაძეს, რომელიც ქართველ ოფიცრებს მიმართავს. როგორც ნიკოლეიშვილი წერს ტვ „პირველის“ ამ ქმედებით, არამარტო შესაბამისი სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, არამედ მედია ექსპერტებიც. საინტერესოა რას იტყვის სახალხო დამცველი.
„თავდაცვის ძალები არის აპოლიტიკური ინსტიტუცია, მისი მთავარი მიზანი და დანიშნულება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვაა. არ ვიცი, ვინაა ეს ადამიანი, მაგრამ მისი არც ჭკუის დარიგება და მოწოდება ქართულ ჯარს ნამდვილად არ ჭირდება. სწორედ იმ ჯარს და ოფიცრებს, რომლებმაც ყველაზე მეტად იციან თუ რა არის ღირსება და ვაჟკაცობა! ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ამ ვიდეოს, რომელიც შეიცავს ოფიცრებისადმი აჯანყებისა და დაუმორჩილებლობის აშკარა ნიშნებს, გამიზნულად ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ავრცელებს ერთ-ერთი ტელეკომპანია! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ან დემოკრატიის ან სიტყვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდება ან ძალიან ცდება ან უბრალოდ ჰგონია, რომ პასუხს არავინ მოსთხოვს და სწორედ ამიტომაც იქცევა ასე. ტვ „პირველის“ ამ ქმედებით, არამარტო შესაბამისი სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, არამედ მედია ექსპერტებიც. საინტერესოა რას იტყვის სახალხო დამცველი. ვერაფრის ნიშნებს ვერ ხედავს? მე პირადად შეკითხვა მაქვს აშშ-ს ელჩთან ქალბატონ კელი დეგნანთან და ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩთან, ბატონ კარლ ჰარცელთან, თქვენი აზრით დასაშვები და მისაღებია?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.