31-03-2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო გერმანიის მხარდაჭერით ახორციელებს.
აღინიშნა, რომ გერმანიას, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გაძლიერების, დარგში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდისთვის. ყურადღება გამახვილდა რამდენიმე პროექტზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ენერგოსექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ასევე ხაზი გაესვა გერმანიის ძალისხმევას და მხარდაჭერას საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების უფრო ეფექტური განვითარებისა და ქვეყანაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.