გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლეგენდა გორელი ჭაბუკის, თამარის მიმინოსა და გორის ციხის შესახებ

6-11-2017

მოღწეულია ლეგენდა გორის ციხის დაარსებაზე. ლეგენდის მიხედვით, თამარის დროს, გორის ბორცვი შეადგენდა კუნძულს მტკვრის, ლიახვისა და მეჯუდის წყლებს შორის. აქ იყო საშინელი მორევი, გარშემო მხარე უღრანი ტყეებით იყო შემოსილი. ჯერ ისევ გასათხოვარი თამარ მეფე მობრძანდა. ბინად ამოირჩია მთა გორისა.

მონადირეები მიიფანტ-მოიფანტნენ ტყეებში სანადიროდ და პაშტა ხნის შემდეგ დაბრუნდნენ დიდძალი ნანადირევით. მრავალი იყო მოკლული ღორი, ირემი, ხოხობი და სხვა. მხოლოდ მონადირეებთან არ ჩანდა დედოფლის საყვარელი მიმინო. აათვალიერ-ჩაათვალიერეს და დაინახეს, რომ მიმინო იჯდა გორის ბორცვის კლდის გამოშვერილ ჭიუხზე.

თამარმა ბრძანა, ვინც მომიყვანს მიმინოს, ავუსრულებ, რასაც მთხოვსო. ტბა-მორევი კი, ღელავდა და ქშინავდა.

დედოფლის დავალების აღმსრულებელი არ ჩანდა. უცბად, გუნდიდან გამოვიდა ვიღაც მშვენიერი ჭაბუკი, ფიცხლავ დაუკრა თავი მეფე თამარს, დაეშვა გორისიდან და გადახტა მორევში. მძლავრი მკლავები და ფეხები შეათამაშა და მარდად გასცურა. მიუახლოვდა ბორცვის ნაპირს, მიმინო ხელთ იგდო და მღელვარებასვე თავი მისცა.

აგერ გმირულად მოდის, მოხოხავს, მოდის...აგერ კიდევ მოაწია აქეთ ნაპირამდე, ცოტაღა უკლია. ხმელს დაადგა ფეხი. თამარმა გაიფიქრა: ,,პირობა დავუდე, რასაც მთხოვ, აგისრულებ, ხელი რომ მთხოვოს?" - შეაჟრჟოლა. გულში შეევედრა ღმერთს. ,,თუ აგრეთი განზრახვით მოჰყავს მიმინო, ღმერთო, დაღუპეო და მორევს მიეციო და წყალმა ჩაძირა გმირი ჭაბუკი. ინანა თამარმა და ცოდვის მოსახდელად კეთილი საქმე ქმნა: ტბა-მორევი, რომელიც ყოველწლივ რამდენიმე კაცს ახრჩობდა, ჩაუშო მტკვრის კალაპოტში და გასწრიტა, თვით ბორცვზედა ააგო მაგარი გორის ციხე"


წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"