18-05-2018
ოზურგეთში "ჩაის სახლის" მშენებლობა წარსულს ჩაბარდა და ოზურგეთის ყოფილი მერისა და მოქალაქე ნუგზარ ცინცაძის მონდომებას, ჩაის აღორძინებაში გარკვეული წვლილი ჩაის სახლის გახსნით შეეტანათ, ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეუშალა ხელი.
ოზურგეთში, შუა პარკში გზის გაჭრის შემდეგ, პარკის ტერიტორია ბეგლარ სიორიძის და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით 45 წლის ვადით მშენებლობისათვის გადაეცა მოქალაქე ნუგზარ გიორგაძეს, რომელმაც მუნიციპალიტეტში ამ მიზნით შეტანილ განცხადებაში აღნიშნა, რომ მას დიდი წვლილი ჰქონდა ჩაის კულტურის პოპულარიზაციაში და ამავე მიზნით, პარკში აპირებდა ჩაის სახლის აშენებას.
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა თამარ ნადირიძემ და იურისტმა კახა ჩავლეშვილმა სასამართლოში გაასაჩივრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მშენებლობისათვის გაიცა 9 აპრილის პარკის ტერიტორია. მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, პარკის ტერიტორიის მშენებლობისათვის გაცემა უკანონოდ იქნა ცნობილი, რასაც მნიციპალიტეტის შესაბამისი აქტების ბათილად ცნობა მოყვა.
2016 წლის 19 დეკემბერს ქ. ოზურგეთის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე, მაშინდელ მერს, ბეგლარ სიორიძეს თანხმობა მისცეს 9 აპრილის პარკში 310 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 45 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცა ნუგზარ გიორგაძისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩაის სახლის აშენების მიზნით.
ოქმებში, რომელიც მაშინ საკრებულომ ოზურგეთის სასამართლოს წარუდგინა, ჩასწორებამდე მითითებული იყო, რომ ბიუროს წევრებს ამ საკითხზე არ უმსჯელიათ, ჩასწორებულ ვარიანტში კი განსხვავებულ ინფორმაციასთან ერტად, ისიც იყო მითითებული, რომ ბიურომ ამ საკითხზე იმსჯელა და გადაწყვეტილება ისე მიიღო.
სასამართლომ დაადგინა, რომ მერს ისე მისცა თანხმობა საკრებულომ, რომ ეს საკითხი სხდომაზე საერთოდ არ გაუტანია და აქედან გამომდინარე, მიწის ფართის სარგებლობაში გადაცემა უკანონოდ სცნო.
ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც უცვლელად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
„გურიის მოამბე“ ამ საკითხზე სასაუბროდ დაუკავშირდა იურისტ კახა ჩავლეშვილს, რომელმაც სასამართლოს განჩინების გარდა, იმ მხარეზეც ისაუბრა, რის გამოც ოზურგეთში ბოლო წლების განმავლობაში ქონების გასხვისება ისე ხდებოდა, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა და ბიუჯეტმაც ქონების ღირებულების საპირწონეს შევსებაც ვერ მიიღო:
დღეს ჩამბარდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.03.2018 წლის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20.03.2017 წლის გადაწყვეტილება. განჩინება და ზოგადად საქმე მრავალმხრივაა საინტერესო, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ჩემი და თამარ ნადირიძის დასაბუთება მუნიციპალური ქონების განკარ¬გვასთან დაკავშირებით, კერძოდ სასამართლომ დაადგინა, რომ მუნიციპალური ქონების განკარგვასთან დაკავშირებით საკრებულოს უნდა განეხორციელებინა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ზემოხსენებული ,,საჯარო ადმინისტრაციული წარმოება,, კი საჯაროობის მაღალ სტანდარტს გულისმობს, მარტივად, რომ გითხრათ ჯერ უნდა გამოქვეყნებული ცნობა ადმინის¬ტრაციული წარმობის შესახებ, ანუ ცნობა იმის შესახებ რომ მუნიციპალიტეტი აპირებდა ქონების განკარგვას, უნდა მიეთითებინა ქონების ადგილმდებარეობა და ასევე ყველა მაჩვენებელი, რის შემდეგაც უნდა მისცემოდა ვადა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიემართა მუნიციპალიტეტისათვის საკუთარი მოსაზ-რებებით ან/და წინადადებებით. ხსენებულ დასაბუთებას ავსებს ადგილობრივი თვითმ-მართველობის კოდექსის ის დებულება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალური ქონების განკარგვა/გასხვისება უნდა ხდებოდეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ასეთი ინტერსების გათვალისწინება კი შეუძლებელია თუ კი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ცნობებს არ მიაწვდიდა საკრებულო. მოკლედ, რომ გითხრათ მუნიციპალიტეტებში არსებობს საკმაოდ მანკიერი სამოხელეო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ასე ვთქვათ ,,კანონის სრული დაცვით,, მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები ან/და მათი ოჯახის წევრები მიზერულ ფასად იძენენ ძვირადღირებულ ქონებას. ოზურგეთში ბოლო წლების განმავლობაში ძალიან რაოდენობის და ღირებულების გასხვისება ისე მოხერხდა, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა და ბიუჯეტმაც ქონების ღირებულების საპირწონე შევსებაც ვერ მიიღო. იმედია დღეიდან მაინც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა სათანადო ყურადღებას მიაქცევს მოქმედ კანონმდებლობას, მოახდენს ხალხის ჯეროვან ინფორმირების და მათი აზრის გათვალისწინების გარეშე არ გაასხვისებს მუნიციპალურ ქონებას. ასე, რომ ოზურგეთელი მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ მათი ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები ,,კანონის სრული დაცვით,, მიზერულ ფასებში იძენდნენ ხალხის ქონებას არასერიოზულია და ჩემი აზრით ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში ადილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელო დანაშაულის აშკარად გამოკვეთილ ნიშნებს. რაც შეეხება თავად საქმეს მისი არსი მაში გარკვევა შესაძლებელია თანდართული განჩინების შინაარსიდან_გვითხრა კახა ჩავლეშვილმა.