გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი: "ნაციონალურ მოძრაობას", ომის პარტიას მშვიდობისა და ქვეყნის განვითარებისათვის ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი

2-04-2022

„ამომრჩეველმა თქვა პრინციპული - არა! არა, ნაცებს და მათთან აფილირებულთ! მადლობა ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის ამომრჩევლებს სწორი არჩევანისათვის. ისინი "შეიარაღებულნი" არიან უკვე დიდი პოლიტიკური გამოცდილებით და წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებზე მათი წამოგება დღეს დესტრიქციულ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდა“- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.


„დღეს ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ამომრჩეველი 14 უბანზე ხოლო რუსთავი- გარდაბნის ოლქში 117 საარჩევნო უბანზე მივიდა.

"ნაციონალურ მოძრაობას", ომის პარტიას მშვიდობისა და ქვეყნის განვითარებისათვის ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი. ამომრჩეველმა თქვა პრინციპული - არა! არა, ნაცებს და მათთან აფილირებულთ! მადლობა ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის ამომრჩევლებს სწორი არჩევანისათვის. ისინი "შეიარაღებულნი" არიან უკვე დიდი პოლიტიკური გამოცდილებით და წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებზე მათი წამოგება დღეს დესტრიქციულ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდა.


პირადად ვაკვირდებოდი და ვიყავი მოწმე იმისა, თუ როგორ ორგანიზებულად მიდიოდა მთელი საარჩევნო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ბათუმში, არჩევნებზე ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენება პირველად მოხდა, მთელი საარჩევნო პროცესი კარგად მართული და დაგეგმილი იყო. დღეს მოპოვებული გამარჯვება ყველასია. გილოცავთ მეგობრებო! წინსვლა და მშვიდობიანი განვითარება ჩვენს სახელმწიფოს“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.