გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გია გაბრიჭიძე: „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმი, რუსთავი და გარდაბანი ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო

2-04-2022

დღეს იყო ტესტი, გინდაც კვლევა იმის შესახებ თუ რას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა არა მხოლოდ ბათუმში, რუსთავში, ან გარდაბანში, არამედ ტყიბულში, ლანჩხუთში, ან ლაგოდეხში - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ეს იყო კვლევა რომლის საბოლოო და ზუსტ ციფრებს ცესკო მალე გამოაქვეყნებს.

 

„მოკლედ რომ ვთქვა, ქართულმა ოცნებამ ბათუმი, რუსთავი და გარდაბანი ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო. მოიგო და ეს ასეც იქნებოდა, რადგანაც ოცნება თავისი ნაბიჯ-ნაბიჯ დათვლილი პოლიტიკით, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებით და რეალური ქმედებით დაუპირისპირდა დაპატიმრებული კრიმინალის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მანიაკალურ იდეაფიქსს, დაუპირისპირდა პოლიტიკური ბრძოლის სახელით შენიღბულ მდაბიო პერფომანსს, დაუპირისპირდა ქვეყნის ჩათრევას ომში და დაუპირისპირდა იმ ძალადობას, რომელიც ნაცების მთავარი ნარატივი იყო და ამით მისი მედია ფორსირებულად ბომბავდა მოსახლეობას. დღეს იყო ტესტი, გინდაც კვლევა იმის შესახებ თუ რას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა არა მხოლოდ ბათუმში, რუსთავში, ან გარდაბანში, არამედ ტყიბულში, ლანჩხუთში, ან ლაგოდეხში. ეს იყო კვლევა რომლის საბოლოო და ზუსტ ციფრებს ცესკო მალე გამოაქვეყნებს“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.