გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ სპეკულაცია ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, თითქოსდა გამოხატული არასათანადო მოპყრობა თუ უპატივცემულობა, არ იქნა დადასტურებული

3-04-2022

სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, თითქოსდა გამოხატული არასათანადო მოპყრობა თუ უპატივცემულობა, არ იქნა დადასტურებული, პირიქით დადასტურდა რომ ყველაფერი არის კანონის შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მას აღარ სურს პატიმრებზე საუბარი.


„ეს კიდევ ერთი ასე ვთქვათ სიცრუის პროპაგანდის, ამ ცილისწამების საპასუხოდ, სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ ყოველგვარი სპკულაცია ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, თითქოსდა გამოხატული არასათანადო მოპყრობა თუ უპატივცემულობა, არ იქნა დადასტურებული, პირიქით დადასტურდა რომ ყველაფერი არის კანონის შესაბამისად, მე აღარ მინდა რომ პატიმრებზე ვისაუბრო, ძალიან ბევრი გვაქვს ნალაპარაკები, ახლა ჩვენ საქმეზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ხალხს,"- განაცხადა პრემიერმა.