გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნანა კაკაბაძე: ის, რაც ბუნებრივად აღიქმება ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელისგან, ნაცები ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან გაჟღერებული იგივე პოზიცია ლამის ქვეყნის დაქცევად, ლაჩრობად და ღალატად გამოაცხადონ

4-04-2022

კაპიტულანტები და მოღალატეები "გმირობას" გვასწავლიან. ატყდა ამბავი ირაკლი ღარიბაშვილის გამონათქვამზე: ყველა ხელისუფლების ვალია თავისი ხალხი და სახელმწიფო უბედურებას აარიდოს (არ უნდა აარიდოს?) რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ომს ვერ აჩერებს, (აჩერებს?) უკრაინაში უბედურება ტრიალებს (არ ტრიალებს?) რუსეთმა დასაჯა უკრაინელი ხალხი (არ დასაჯა?აბა დაასაჩუქრა ბომბებით?) „აბა, მტერს წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ?“(როგორც 2008 ში? წითელ ხიდზე გაქცეული ხელისუფლება?) აბა, რას ნიშნავს „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“?(ეს როდის წაიკითხეთ 2008 წ. გაფორმებული კაპიტულაციის შემდეგ?) „მთელი მსოფლიო ერთ მხარესაა და საქართველო ხელისუფლება რუსეთის მხარეს!“ (ომიდან 30 დღეში რუსეთს მიყიდული 30 ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი, ხვეწნა-მუდარა და ნოტების წერა კულტურული ურთიერთობების აღდგენის მიზნით პრო-დასავლურია?) ღარიბაშვილი თურმე იმას ამტკიცებს, რომ სამშობლო არ დავიცვათ,( როგორც თქვენ, 2008 წელს დღენახევრიანი ომი კაპიტულაციით?) თორემ დავისჯებით“! - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ის, რაც სრულიად ბუნებრივად და ჩვეულებრივად აღიქმება ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელისგან, ნაცები ცდილობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან გაჟღერებული იგივე პოზიცია ლამის ქვეყნის დაქცევად, ლაჩრობად და ღალატად გამოაცხადონ.

 

„კაპიტულანტები და მოღალატეები "გმირობას" გვასწავლიან ატყდა ამბავი ირაკლი ღარიბაშვილის გამონათქვამზე: ყველა ხელისუფლების ვალია თავისი ხალხი და სახელმწიფო უბედურებას აარიდოს (არ უნდა აარიდოს?) რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ომს ვერ აჩერებს, (აჩერებს?) უკრაინაში უბედურება ტრიალებს (არ ტრიალებს?) რუსეთმა დასაჯა უკრაინელი ხალხი.(არ დასაჯა?აბა დაასაჩუქრა ბომბებით?) „აბა, მტერს წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ?“(როგორც 2008 ში? წითელ ხიდზე გაქცეული ხელისუფლება?) აბა, რას ნიშნავს „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“?(ეს როდის წაიკითხეთ 2008 წ. გაფორმებული კაპიტულაციის შემდეგ?) „მთელი მსოფლიო ერთ მხარესაა და საქართველო ხელისუფლება რუსეთის მხარეს!““(ომიდან 30 დღეში რუსეთს მიყიდული 30 ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი, ხვერწნა-მუდარა და ნოტების წერა კულტურული ურთიერთობების აღდგენის მიზნით პრო-დასავლურია?) ღარიბაშვილი თურმე იმას ამტკიცებს, რომ სამშობლო არ დავიცვათ,( როგორც თქვენ, 2008 წელს დღენახევრიანი ომი კაპიტულაციით?) თორემ დავისჯებით“! და ა. შ. და ა. შ. ახლა განსაკუთრებით სიტყვა „დასჯას“გამოეკიდნენ. , რომ ის, რაც სრულიად ბუნებრივად და ჩვეულებრივად აღიქმება ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელისგან, ნაცები ცდილობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან გაჟღერებული იგივე პოზიცია ლამის ქვეყნის დაქცევად, ლაჩრობად და ღალატად გამოაცხადონ. აღარ ჩამოვთვლი იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერი გააკეთონ ერთის მხრივ, უკრაინის დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის აგრესიისგან საკუთარი ხალხის დასაცავად. დიახ, ყველა ხელისუფლების ვალია ამაზე ზრუნვა და მაქსიმალური მცდელობა, რომ საკუთარ ხალხს ომი ააცილონ და თუ მაგალითად, ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე უკრაინის დათანხმება ათი ათასობით მსხვერპლის გაღების გარეშე ომის დაწყებამდე შეიძლებოდა, რამდენად გონივრული საქციელია ასეთი მსხვერპლის გაღება, თუ ამის შემდეგ მაინც თანხმდები ნეიტრალიტეტს? ბოლოს, მოვიყვანთ გერმანიის ვიცე-კანცლერის რობერტ ჰაბეკის Rheinische Post-თან ინტერვიუში ნათვამ სიტყვებს: „ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, ძალიან ფრთხილად ვართ, რომ არ გადავდგათ ნაჩქარევი ნაბიჯები, რამაც შეიძლება გერმანია რუსეთის სამიზნედ აქციოს... პოლიტიკაში არ არსებობს მორალურად უნაკლო პოზიცია, მაგრამ ყოველთვის არის მსჯელობა უფრო დიდი ბოროტების თავიდან აცილებაზე. ყველა პოლიტიკური ნაბიჯი აქედან გამომდინარეობს... უკრაინას ამის გაგება უჭირს“. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ უკრაინას ამის გაგება შეიძლება უჭირდეს, ეს გასაგებია, გაუგებარია, რატომ უჭირთ ამ ელემენტალური ჭეშმარიტების გაგება იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების დაბრუნების აღტყინებული ჟინით ანთებული ნაცების პროპაგანდის გავლენით იგივეს იმეორებენ. შეხედეთ ცივი გონებით და დაინახავთ, რომ, ის, რაც გერმანიის ვიცე-კანცლერმა თქვა, ზედმეტი აფიშირების გარეშე სამოქმედო პროგრამად აქვთ აღებული აშშ-საც და მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსაც, ნატოს წევრი ყველა ქვეყნის ჩათვლით“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.