გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

15 წლის შვილის ცემის ბრალდებით გურჯაანში ცოლ-ქმარი დააკავეს

18-05-2018

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი მამაკაცი და მისი მეუღლე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა არასრულწლოვან შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ქალს კი გირაო შეუფარდა.

შს სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დროებითი მინდობის აღზრდის ოჯახს გადაეცემა.

reginfo.ge