გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: ტურიზმის სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

4-04-2022

„ტურიზმის სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან. ის ობიექტები, რომლებიც 2020 წელს იყვნენ გადასახადისგან გათავისუფლებულები, 2021 წელსაც ასევე გათავისუფლდებიან", - ამ თემასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას იქნა მიღებული - სექტორმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად და თხოვნად სწორედ გადასახადის გაუქმება დაასახელა. ვიცე-პრემიერის თქმით, 2021 წელი ტურიზმის სექტორში გარკვეული აღდგენით გამოირჩეოდა, მაგრამ ასევე იყო ძალიან ბევრი ლოქდაუნი და შეზღუდვა, შესაბამისად, ტურისტული სექტორი საკმაოდ დაზიანდა, მათთვის ძალიან რთული იქნებოდა დღეს გადასახადის გადახდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით და პროფილურ ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ერთჯერადი საგადასახადო შეღავათის შემოღების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.


კერძოდ, ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; სასმელებით მომსახურების საქმიანობებით გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება. საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ის რომელიმე ჩამოთვლილ საქმიანობაში გამოიყენება.

„იმედი გვაქვს, რომ ტურისტულ