გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებაზე: ეს ადამიანი დღეს წარმოადგეს უკრაინის ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას ბრალს სდებს წარმოუდგენლად ცუდ საქმეში

4-04-2022

„თავი დაანებეთ გია ლორთქიფანიძის და სხვა ქართველი მოღალატეების ჭკუაზე სიარულს და საქართველოზე მსგავსი სიბინძურეების გავრცელებას“ - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებაზე.


„ეს ადამიანი დღეს წარმოადგეს უკრაინის ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას ბრალს სდებს წარმოუდგენლად ცუდ საქმეში, რაც ცალსახა ჭორია და ჰიბრიდული ომის ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ. პირდაპირ მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი დაანებეთ გია ლორთქიფანიძის და სხვა ქართველი მოღალატეების ჭკუაზე სიარულს და საქართველოზე მსგავსი სიბინძურეების გავრცელებას, ძალიან ცუდად დაგიბრუნდებათ!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.