გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე: რომელ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში წერია, რომ სხვა ქვეყნის მთავრობას ესაუბრებოდე ტელეეთერის მეშვეობით, უყენებდე უმძიმეს და დაუსაბუთებელ აბსურდულ ბრალდებებს

4-04-2022

სრულიად შემეცვალა შთაბეჭდილება უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკზე, რომლის მიმართაც სიმპათიით ვიყავი განწყობილი - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და აზიარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებას.


„სრულიად შემეცვალა შთაბეჭდილება უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკზე, რომლის მიმართაც სიმპათიით ვიყავი განწყობილი. რომელ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში წერია, რომ სხვა ქვეყნის მთავრობას ესაუბრებოდე ტელეეთერის მეშვეობით, უყენებდე უმძიმეს და დაუსაბუთებელ აბსურდულ ბრალდებებს, და თან აქაურ მოქალაქეებს მოუწოდებდე თქვენს მთავრობას ჭკუა ასწავლეთო. ეს არ მართლდება არაფრით!!!“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.