გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ ვაშაკიძე: თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა, ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია, კარგად მესმის მათი მდგომარეობის, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია

4-04-2022

უკრაინის დაზვერვის განცხადება ძალზედ საეჭვოდ გამოიყურება. თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა (რაც აუცილებლად უნდა მოეთხოვოს!), ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნაცმოძრაობის ხელისუფლების ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე წერს, რომელსაც 2000-2012 წლებში ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.


მისი თქმით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება უმძიმეს ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას.


„უკრაინის დაზვერვის განცხადება ძალზედ საეჭვოდ გამოიყურება. მითითებულ მოწყობილობას აწარმოებენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ან სანქციები აქვთ დადებული რუსეთზე, ან რომლებსაც რუსეთისთვის გადასაცემად საქართველოს დერეფანი არ სჭირდებათ. ამგვარი ინფორმაციის გავრცელება უმძიმეს ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას. ამდენად, თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა (რაც აუცილებლად უნდა მოეთხოვოს!), ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია. კარგად მესმის მათი მდგომარეობის, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია“ - წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე.