18-05-2018
,,ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ კატეგორიულად დააყენა გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხი, თუმცა მათი პასუხი იყო გაურკვეველი"- ამის შესახებ ჟურნალისტებს სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
,,შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემისა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხებს, მოვიკითხეთ იქ ციხეში მყოფი ქართველი პატიმრების ჯანმრთელობის მდგონარეიბა,"-აღნიშნა ანთაძემ.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა მონაწილეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.