გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან ქარუმიძე: გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას

5-04-2022

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტს ჰყავს თავისი მომხსენებელი - ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი რიგი ქართული მედიასაშუალებები შეცდომით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში მოამზადა. გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და ის არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას, ეს არის ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ანგარიში - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ განაცხადა.


მისი თქმით, კვლევაში გვხვდება მთელი რიგი ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებთან დაკავშირებით იქნება კომუნიკაცია პარტნიორებთან.


როგორც ლევან ქარუმიძე აღნიშნავს, ასეთი კვლევითი ცენტრი არსებობს საქართველოს პარლამენტშიც, რომელიც უამრავ ანგარიშს აქვეყნებს, მაგრამ ამ ანგარიშების და კვლევების წარმოჩენა, როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციისა იქნება შეცდომა.


 „დღეს დილიდან, რიგი ქართული მედიასაშუალებები შეცდომით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში მოამზადა. გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და ის არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას. ეს არის ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ანგარიში. ასეთი კვლევითი ცენტრი არსებობს საქართველოს პარლამენტშიც, რომელიც უამრავ ანგარიშს აქვეყნებს, მაგრამ ამ ანგარიშების და კვლევების წარმოჩენა, როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციისა იქნება შეცდომა. უშუალოდ კვლევაში გვხვდება მთელი რიგი ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებთანაც დაკავშირებით ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტს და მის პოზიციას, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტს ჰყავს თავისი მომხსენებელი - ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი“ - აცხადებს ლევან ქარუმიძე.