გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის მერია სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარა

5-04-2022

კასპის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის მიერ დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალების შეძენა მერიამ უზრუნველყო.


კასპის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 23 994 ლარი გამოიყო.


აღნიშნული თანხით დაზარალებულ ოჯახებს საჭირო მასალები - კედლის ბლოკი, ხის მასალა და სახურავის თუნუქი უკვე შეუძინეს და ადგილზვე მიუტანეს.
რამდენიმე დღის წინ კასპის მუნიციპალიტეტში უამინდობისა და ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლები 19 ოჯახს დაუზიანდა.