გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტექნოლოგიური სესიები თიბისისგან

5-04-2022

თიბისი იწყებს ტექნოლოგიური შეხვედრების სერიას, რომლის მიზანიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება, მათთვის უახლესი ინფორმაციისა და ტრენდების გაცნობაა. ტექნოლოგიურ სესიებზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ თემაზე.


ტექნოლოგიური სესიები Zoom-ის პლატფორმის დახმარებით ჩატარდება და ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სესიები იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც გააერთიანებსტექნოლოგიებითდაინტერესებულადამიანებს.


„თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად იმყოფება ტექნოლოგიური სიახლეების ავანგარდში, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან და ამარტივებენ ჩვენს ცხოვრებას. ამ პლატფორმის საშუალებით გვსურს, შემოვიტანოთ ტექნოლოგიების დარგში უახლესი საერთაშორისო გამოცდილება და დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ ტექ-სამყაროსთან,“ - ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ლიდერი.


პირველ ასეთ სესიას 6 აპრილს 18.00 საათზე ჩაატარებს უდიდაჰანი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც Service-Oriented Architecture და Domain-Driven Design ექსპერტი და NServiceBus-ის შემქმნელი.


მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ლინკზე :  https://link.tbc.ge/3iHYAsM