გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამთა მეგრელიშვილი გია დვალს: იქნებ მიპასუხოთ რა სურს ხალხს? ომი თუ მშვიდობა? თქვენ, სამწუხაროდ "ნაციონალური მოძრაობის" ომის ნარატივზე "დაჯექით"

5-04-2022

„ბატონო გია, იქნებ მიპასუხოთ და როგორია ხალხის ნება?! რა სურს ხალხს? ომი თუ მშვიდობა? დიდი მეცნიერული მსჯელობა არ სჭირდება ამ კითხვებზე პასუხს. ომის პარტიისაგან განსხვავებით ხალხს სურს მშვიდობა და მობეზრებული აქვს უშინაარსო აქციები“- ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გია დვალის განცხადებას.


„მთავარი არხის ეთერში რუსეთ- უკრაინის ომზე საუბრისას გია დვალმა ქართულ სახელმწიფოს გამოჩენილი საჭირო გონივრული პოლიტიკა დაუწუნა და განაცხადა "ხელისუფლება ხალხის მტრად გამოიკვეთა... ჩვენი მთავრობა დღეს პრორუსული კი არ არის, ჩვენი მთავრობა პირდაპირ რუსეთიდან არის მართული".

"ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, ამისთვის კი აქტიურად უნდა იარონ აქციებზე, მუდმივად უნდა ისაუბრონ უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და “მოხდეს ხალხის კონსოლიდაცია, რადგან ვერც ერთი ხელისუფლება ვერ აღუდგება ტოტალურად ხალხის ნებას-ო”.


ბატონო გია, იქნებ მიპასუხოთ და როგორია ხალხის ნება?! რა სურს ხალხს? ომი თუ მშვიდობა? დიდი მეცნიერული მსჯელობა არ სჭირდება ამ კითხვებზე პასუხს. ომის პარტიისაგან განსხვავებით ხალხს სურს მშვიდობა და მობეზრებული აქვს უშინაარსო აქციები. თქვენ, ნიკა გვარამიასთან საუბრისას სამწუხაროდ "ნაციონალური მოძრაობის" ომის ნარატივზე "დაჯექით" არადა საზოგადოებაში როგორი პატივისცემით სარგებლობთ... ნუ დაიღუპავთ თავს და ნუ გაისვრებით ომის პარტიის სისხლიან პოლიტიკაში მათი დრო წასულია ...“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.