გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობას და მისი ევროპული მომავლის განსაზღვრას მიუძღვნა

5-04-2022

ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობას და მისი ევროპული მომავლის განსაზღვრას მიუძღვნა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნოე რამიშვილი თავდაუზოგავად შრომობდა ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისთვის და ემიგრაციაში ყოფნის დროსაც, ძალისხმევას არ იშურებდა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამშობლოს თავისუფლებისთვის.

"დღეს ნოე რამიშვილის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაბადების დღეა.

მისი თანამედროვენი ნოე რამიშვილს მაშინდელ ხელისუფლებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად აღიარებდნენ. პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსმა, მან საკუთარი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობას, მისი ევროპული მომავლის განსაზღვრას მიუძღვნა. იგი თავდაუზოგავად შრომობდა ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისთვის, და ემიგრაციაში ყოფნის დროსაც, ძალისხმევას არ იშურებდა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამშობლოს თავისუფლებისთვის.

სწორედ ამ ფასეულობათადმი ერთგულებისა და ნოე რამიშვილის ღვაწლის აღიარება იყო, ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას, სამინისტროს შენობაში დიდი მამულიშვილის ბიუსტის გახსნა და თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის მისი  სახელის მინიჭება.

ნოე რამიშვილის უანგარო მსახურება სამშობლოსა და საკუთარი ხალხისადმი მისაბაძი მაგალითია ყველა ჩვენგანისათვის, და ასეთად დარჩება მომავალი თაობებისათვის",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.