გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამტრედიის სოფელ ბაშთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

18-05-2018

სამტრედიის სოფელ ბაშთან საპროტესტო აქციას ქვიშის გადამზიდი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები და მათი ოჯახის წევრები მართავენ. საქმე ეხება ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ დაქირავებულ მძღოლებს, რომლებიც სოფელ ბაშთან მდინარიდან ინერტულ მასალას ეზიდებიან, რომელიც ავტობანის მშენებლობისთვის გამოიყენება. 
გაფიცული მძღოლების განცხადებით, დამსაქმებელს მათთვის ხელფასი არ გადაუხდია. 
„ასევე ჩაიწერეს ჩვენი მანქანის ნომრები და ვინც პროტესტს გამოვხატავთ სამსახურიდან გაშვებით დაგვემუქრნენ“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კახა კინწურაშვილმა. 
მისი თქმით, არ აპირებენ ასევე სხვა სატვირთო მანქანების გატარებას, რომლებიც დატვირტულილ არიან ინერტული მასალით და აქციაში არ მონაწილეობენ. 

"ინტერპრესნიუსი"