გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი: დმიტრო კულებას განცხადება არ ჯდება სამართლებრივი ურთიერთობის ფორმატში. უკრაინული მხარე ვალდებულია მტკიცებულებებით გაამყაროს საქართველოსადმი წაყენებული მძიმე ბრალდება

6-04-2022

„ქართული სახელმწიფო ვალდებულების ფარგლებში უკვე თანამშრომლობს უკრაინის შესაბამის სამსახურებთან და თავისმართლების რეჟიმში ვერ გადავა ვერავისთან მით უფრო მაშინ, როცა საკითხის ირგვლივ არცერთი მყარი მტკიცებულება არ არსებობს“- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

 

მისი თქმით უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მძიმე ბრალდება კონკრეტულ მტკიცებულებებს მოკლებული პოლიტიკური ფეიკია.

 

„უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მძიმე ბრალდება, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან გარიგდა საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე ჯერ კიდევ კონკრეტულ მტკიცებულებებს მოკლებული პოლიტიკური ფეიკია. აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით.

 

ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და უკრაინა ვალდებულია დაამტკიცოს ის რაშიც ბრალს გვდებს. ამის საპასუხოდ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა- ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, გადავწყვეტთ, რა ქმედებები განვახორციელოთ” უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადება არ ჯდება სამართლებრივი ურთიერთობის ფორმატში.

 

უკრაინული მხარე ვალდებულია მტკიცებულებებით გაამყაროს საქართველოსადმი წაყენებული მძიმე ბრალდება. ქართული სახელმწიფო ვალდებულების ფარგლებში უკვე თანამშრომლობს უკრაინის შესაბამის სამსახურებთან და თავისმართლების რეჟიმში ვერ გადავა ვერავისთან მით უფრო მაშინ, როცა საკითხის ირგვლივ არცერთი მყარი მტკიცებულება არ არსებობს“- წერს Facebook-ზე მეგრელიშვილი.