გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საჩხერეში ხვალ ანსამბლ ,,ნანინას“ კონცერტი გაიმართება

18-05-2018

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ნანინა“ ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრში კონცერტს გამართავს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, კონცერტში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საჩხერის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. კონცერტი ტარდება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

„ანსამბლმა ,,ნანინამ" ერთ-ერთმა პირველმა მიჰყო ხელი ქართველ ქალთა ტრადიციული რეპერტუარის შესრულებას. ანსამბლი 2003 წელს შეიქმნა. მისი ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების კოორდინატორი თეა კასაბური. 
,,ნანინას" თითქმის ყველა წევრი პროფესიით ეთნომუსიკოლოგია. ისინი ექსპედიციებში იწერენ და უშუალოდ ეთნოფორთაგან შეისწავლიან ხალხურ სიმღერებს, ფერხულებსა და დასაკრავებს, არქივებში ეძებენ და აცოცხლებენ ქართველ ქალთა ტრადიციული შემოქმედების უნიკალურ ნიმუშებს.

,,ნანინას" მდიდარი შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს: ორი აუდიოალბომი (2008 და 2016), 20-მდე სოლო კონცერტი საქართველოსა და საზღვერგარეთ, მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში, რადიო და ტელეპროექტებში. ,,ნანინამ" 2014 წელს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა აჭარაში - ბათუმსა და ქედაში.

ანსამბლის რეპერტუარი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს მოიცავს. ,,ნანინელები" მღერიან, ცეკვავენ, აბამენ ფერხულს, უკრავენ საკრავებზე (ფანდური, ჩონგური, ჩანგი, ჭუნირი, გარმონი, დაირა, გიტარა). მათი კონცერტები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, უშუალობით, სისადავით, ხალისითა და სანახაობრიობით.
ანსამბლი 2015-2016 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პრიზიორია.

15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ექვსი თბილისური ანსამბლი - „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ - საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს. 
ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"