გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

6-04-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.


მუნიციპალიტეტის მერმა, წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.


ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, მერმა, შესაბამის სამსახურებს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.
სამუშაო შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, შპს „ონის სერვის ცენტრის" დირექტორი ნიკოლოზ მაისურაძე, შპს „ონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის" დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს ონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ტარიელ ლობჯანიძე.


სოფლის განვითარების სააგენტოს ონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ტარიელ ლობჯანიძემ, მერის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის" შესახებ, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსახლეობაში ინფორმაციის გასავრცელებლად წარმომადგენლებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.