გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ჩიქოვანი დმიტრო კულებას განცხადებაზე: ბრალდებები, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმის, მიუღებელი და უსაფუძვლოა, საქართველოს არაფერი არ აქვს დასამტკიცებელი

6-04-2022

ბრალდებები, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმის, აბსოლუტურად მიუღებელი და ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, საქართველოს არაფერი არ აქვს დასამტკიცებელი - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადების კომენტირებისს განაცხადა.

 

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, თუ რაიმე ინფორმაცია არსებობს და დაზუსტებაა საჭირო, ამისთვის არსებობს შესაბამისი კომუნიკაციის საშუალებები.

 

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ბრალდებები, რომლებიც ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმის, სრულიად მიუღებელი და ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. თუ რაიმე ინფორმაცია არსებობს და ამის დაზუსტებაა საჭირო, არსებობს შესაბამისი კომუნიკაციის საშუალებები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოდგენს. მეორე მხრივ, ჩვენი რეგიონი არის ურთულესი რეგიონი და არც ერთ შემთხვევაში საქართველო არასოდეს ყოფილა სანქციების თავის არიდების ადგილი. სამწუხაროა, რომ მეგობრული სახელმწიფოს ხელისუფლებას ასეთი პოზიცია აქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარში დავუდგეთ ამ ურთულეს პერიოდში უკრაინელ ხალხს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, უკრაინის ინტერესების დასაცავად საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში მუშაობდა.

 

„ვიცი, რომ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრებს, მეც მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან და მრავალჯერ, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში ვმუშაობდით იმისთვის, რომ უკრაინის ინტერესები დაგვეცვა. ეჭვი მაქვს, პოლიტიკურ სუბიექტებს ძალიან კარგად ესმით იმ ნაბიჯების მნიშვნელობა, რომელიც საქართველომ გადადგა. თქვენ როგორ გგონიათ, კომუნიკაციის გარეშე დგება ის, რომ ჩვენ გაეროს რეზოლუციის თანასპონსორები ვართ? ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომ დაწყებულიყო გამოძიება, როგორ გგონიათ, ის გადაწყვეტილებები, რომელიც მივიღეთ ევროპის საბჭოში, როგორც ორგანიზაციაში რუსეთის გარიცხვასთან დაკავშირებით, მათ შორის საპარლამენტო ნაწილში, ეს ჰაერიდან მოდის და უშედეგოა? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის უპირობო და ეს არის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ჩარჩოებში, ჩვენ ამას გავაგრძელებთ“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.