გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ლამისყანაში ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავენ

18-05-2018

დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში, ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავენ. მუზეუმის ეზოში, რომელიც თავისი სილამაზით, ერთ-ერთი საუკეთესოა სათავადაზნაუროთა სასახლეებს შორის, კულტურის მუშაკები და მოსწავლეები ჩოხა-ახალუხით გამოვიდნენ.

ქორეგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების წევრები კი, ასევე, ეროვნული სამოსით საზეიმო კონცერტს მართავენ. სასახლის ეზოში ხელნაკეთი ნივთებიც გამოფინეს. სოფელ ლამისყანაში ეროვნული სამოსის დღე პირველად აღინიშნება.

ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლეში საზეიმო ღონისძიებები ხვალ, 19 მაისსაც გაიმართება. კამპანია ,,ღამე მუზეუმში" 16 საათიდან დაიწყება.

გრაფიკის მიხედვით, შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი: 16:00 - ლამისყანის კომპლექსის ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა; 20:00 - დისკუსია - „საქართველო 1918-1921 წლებში“; 21:00 - პავლე ქართველიშვილის მოგონებების მიმოხილვა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ 22:00 - ლიტერატურული საათი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა პროზასა და პოეზიაში“; 23:00 - 01:00 - მუსიკალრი კომპოზიცია.

"შიდა ქართლი"