გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: არესტოვიჩმა აღიარა, რომ ადამიანების "საზარბაზნე ხორცად" დატოვება შეგნებულად მოხდა

7-04-2022

,,ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია აღმოსავლეთ უკრაინიდან - არესტოვიჩმა აღიარა, რომ ადამიანების "საზარბაზნე ხორცად" დატოვება შეგნებულად მოხდა’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ალექსი არესტოვიჩის განმარტებას, თუ რატომ არ მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, გამიზნულ მავნებლებში თვალშისაცემია სამი ტიპის კატეგორია:

 

"სასარგებლო იდიოტები", კლასიკური ჯაშუშები და ფსიქო/ნარკო გადახრების მქონე "შერეკილები". ალექსი არესტოვიჩს რომ ვაკვირდები - ალბათ მესამე კატეგორიისკენ უფრო ვემხრობი. ,,გამიზნულ მავნებლებში თვალშისაცემია სამი ტიპის კატეგორია: "სასარგებლო იდიოტები", კლასიკური ჯაშუშები და ფსიქო/ნარკო გადახრების მქონე "შერეკილები". ალექსი არესტოვიჩს რომ ვაკვირდები - ალბათ მესამე კატეგორიისკენ უფრო ვემხრობი. ჯერ არ "გადახარშულა" მისი ცნობილი შეხედულებები "ისლამურ სახელმწიფოზე", როგორც მომავლის სანიმუშო ორგანიზაციულ/მმართველობით ფორმაზე - მან ახალი გამაოგნებელი აღიარებით მიიქცია საზოგადოების ყურადღება. რატომ უნდა თქვა საჯაროდ ყველაფერი ის - რასაც ორმაგი აღქმის შინაარსი გააჩნია??? ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია აღმოსავლეთ უკრაინიდან - არესტოვიჩმა აღიარა, რომ ადამიანების "საზარბაზნე ხორცად" დატოვება შეგნებულად მოხდა: "ჩვენ ზუსტად ვიცოდით უკრაინაში რუსეთის შემოჭრის თარიღი და შეგვეძლო წინასწარ გაგვეფრთხილებინა მშვიდობიანი მოსახლეობა და გამოგვეცხადებინა მათი ევაკუაცია, მაგრამ ამას შესაძლოა გამოეწვია ლტოლვილთა დიდი ნაკადები. ისინი კი გადაავსებდნენ ყველა გზას, ეს იქნებოდა სადღაც 10-12 მილიონი ადამიანი. ამ დროს ჯარი ვერ შეძლებდა თავისუფლად გადაადგილებას, ვერ მიიღებდა შესაბამის აღჭურვილობას. გესმით ხომ? ეს გამოიწვევდა გზებისა და ხიდების სრულ პარალიზებას. ეს იქნებოდა ძალიან მომგებიანი მომენტი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის და ამ სიტუაციაში ჩვენ წავაგებდით ომს, ხელიდან გავუშვებდით მნიშვნელოვან მომენტს. დნეპრისპირეთის მარცხენა და მარჯვენა ნაწილების დამაკავშირებელი 50 ხიდია უკრაინაში და ყველა მათგანი გადაიჭედებოდა. ამ შემთხვევაში რა გამოსავალი დაგვრჩებოდა - მხოლოდ ტანკებით გადაგვევლო ჩვენი მოსახლეობისთვის, დაგვეხვრიტა ისინი, რათა გადაგვევლო ხიდები. ამიტომ, ომის დაწყების ზუსტი თარიღის ართქმა იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. ეს იყო გადაწყვეტილება - ან ჩუმად ვყოფილიყავით, ან გამოგვეწვია უკრაინის პარალიზება და დავრჩენილიყავით დნეპრისპირეთის მარცხენა ნაწილში. ყველა სცენარში, რომელიც ჩვენ ჩვენს მრჩევლებთან ერთად განვიხილეთ, ჩვენ ვერ გავქაჩავდით ბრძოლას, თუ გამოვაცხადებდით, რომ ომი მალე დაიწყებოდა რუსეთთან" - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.