გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

შალვა პაპუაშვილი ოლივერ ვარჰეის: მოუთმენლად ველით ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებას

9-04-2022

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებას მოუთმენლად ელის.


„მადლობა ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში, ენთუზიაზმითა და მონდომებით“, - წერს პაპუაშვილი.


მანამდე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.