9-04-2022
პარტია „ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და მთავრობის წევრებთან ერთად თელავში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მმართველი პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელა.
"მთავრობასა და საპარლამენტო გუნდს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ეფექტურობის მიზნით, შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები. საპარლამენტო გუნდისა და მთავრობის წევრთა შეხვედრები ინტენსიურად გაიმართება" - აცხადებენ პარტიაში.