გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2023    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კასპის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცის სამუშაოები მიმდინარეობს

11-04-2022

საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს.


პროექტის ფარგლებში შეიცვალა მეორე სართულის ფანჯრები, მიმდინარეობს ჭერის მოწყობა და ლესვითი სამუშაოებისათვის კედლების მომზადება.


პროექტს შპს „მშნებელი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 326 001 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


კასპის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღის შენობას დღემდე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. ახალის მშენებლობების პარალელურად, ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ მოქმედი ბაღების სარემონტო სამუშაოებს. 2021 და 2022 წლებში 4 ახალი საბავშვო ბაღი ავაშენეთ, ამჟამად კი 2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.