13-04-2022
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გამცემი სამუშაო ჯგუფის მიერ, შეჯამდა მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში სოციალური პროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარების შედეგები.
2022 წლის 3 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 452 869 ლარის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 1121მოქალაქემისარგებლა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, საშუალება აქვთ ისარგებლონ მერიის ყოველწიური სოციალური პროგრამის 34 მუხლის დახმარებით, რომლის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს დამატებულია ახალი მუხლი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.
2022 წლის სოციალური პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 1 050 000 ლარის ოდენობით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით დაფინანსება იზრდება წლის ბოლომდე, რათა პროგრამით გათვალისწინებული დახმარება ყველა პაციენტმა მიიღოს.
საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მერიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ კოპაძემ.