გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შუახევში უნიკალური არქეოლოგიური არტერფაქტები იპოვეს

21-05-2018

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა შუახევში. სოფელ ფურტიოში უძველესი ეკლესიის ნანგრევებში თიხის ჯამები, ჯვრები და 10-ზე მეტი სამარხი აღმოჩინეს. არტერფაქტებს სპეციალისტები დაახლოებით XI-XIII საუკუნეებით ათარიღებენ. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია წერს.

ექსპედიციაში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

პირველადი შეფასებით, ტერიტორიაზე განთავსებული ეკლესია ოსმალების შემოსევების შედეგად დაინგრა, ვარაუდობენ იმასაც, რომ ადგილობრივები თავს ამ ეკლესიაში აფარებდნენ. სამარხები კი შესაძლოა სწორედ ადგილობრივების იყოს.

ექსპედიცია ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

imedinews.ge