გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2022    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ომის პარტიაა, ამ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის ყველანაირი გაგებით ღალატის პარტია

14-04-2022

ამათ ომის პარტიას რომ ვეძახით მგონი დაიჯერეს, რომ ვაჟკაცები არიან. ასე აღიქვეს, ასე გადათარგმნეს სათავისოდ. რეალურად ეს არის ამავდროულად ღალატის პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ ომის პარტიაა გასაგებია იმიტომ, რომ ომში ჩათრევა უნდათ ამ ქვეყნის, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ, კიდევ უფრო ღრმად რომ შევიდეთ შინაარსში, ეს არის ყველანაირი გაგებით ღალატის პარტია - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, დაწყებული იქიდან, რომ თავის დროზე ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული და რუსი სამხედროების სასარგებლოდ დამალეს ისკანდერის ნაწილები, გაგრძელებული იმით, რასაც აკეთებენ, მათი საუბრის, განსაკუთრებით ქმედებების, შინაარსი არის ღალატი.


„მთელი კვირის განმავლობაში, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს სხვადასხვა ინსტიტუტებს აყენებდნენ უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს და ამ შეურაცხყოფის ფონი და საფუძველი იყო, თითქოს ვიღაც არ მიდიოდა უკრაინაში და მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ ქართული დელეგაციის სახელით და ქართულ დელეგაციასთან ერთად უკრაინაში წასულიყვნენ. როდესაც ნახეს და გაიგეს, რომ თურმე ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარეს თავის კოლეგა სტეფანჩუკთან ჰქონდა ურთიერთობა, რეალურად გადაწყვეტილი იყო და საბოლოოდ გადაწყდა, რომ პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მიდის, ახლა განაცხადეს უარი.


ანუ, მათი მიზანი არანაირად არ იყო არც იქ წასვლა და არც უკრაინელების მხარდაჭერა. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი - ამ მიზანს და ქმედებას ჰქვია თავისი ქვეყნის ღალატი, გამოხატული ყველა მათ სიტყვაში, გამოხატული და გაშიფრული ყველა მათ მოქმედებაში და რაც მთავარია იმაში, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, ერთადერთი ქვეყნაა საქართველო, სადაც მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი და თავისი ქვეყნის გაშავებას ცდილობს ეს ღალატის პარტია. ერთი პროცენტიც რომ სიმართლე იყოს მათ ნათქვამში, წარმოიდგინეთ, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როცა რეგიონში მიმდინარეობს უბინძურესი, სამხედრო დანაშაულების ხერხით წარმოებული ომი, რუსული აგრესია უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, უნდა ერიდებოდნენ ამის ფონზე ამ ომით სარგებლობას საკუთარი ქვეყნის, ხელისუფლების თუ ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ. ისინი პირიქით, იმდენად ღალატობენ თავის ქვეყანას, იმდენად ბინძურად და ამორალურად იქცევიან ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ცდილობენ საქართველოს იმიჯი ბოლომდე გაანადგურონ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ასპარეზზე და ამავდროულად, ჩამოშალონ თავისი ქვეყანა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.