გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო

21-05-2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ, სადაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, დაგეგმილია დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლისა და ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა რეაბილიტაცია. ??? სახლები მე-19, მე-20 საუკუნეებშია აგებული და იმ პერიოდის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებითა და ქანობიანი სახურავებით ხასიათდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მათი რესტავრაცია და პირვანდელი სახით აღდგენა. ?? გარდა ამისა, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს აბასთუმანი-ბაღდათის მიმართულებით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 3.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ბაღდათი-აბასთუმნის 60 კილომეტრიანი გზის პროექტის ნაწილია, იგი სამცხე-ჯავახეთს მოკლე და კომფორტული გზით დააკავშირებს დასავლეთ საქართველოსთან, შედეგად კი მნიშვნელოვნად შეამცირდება სამგზავრო დრო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული გზის გაგანიერება, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და საგზაო ნიშნების მოწყობა. ✅მხარის გუბერნატორის კახა სამხარაძის განცხადებით - „ აბასთუმანში მიმდინარე სამუშაოები მნიშვნელოვანია რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის, მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი საკურორტო ინფრასტრუქტურა და ახალი გზა აბასთუმანში ტურისტული ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც ზოგადად მხარის ეკონომიკური განვითარებისა და აქ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს მოგვცემს“.