გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი კვირიკაშვილმა 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა

25-11-2017

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.

საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები“- აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუკით გაავრცელა.

გუშინ 24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად11 ადამიანი დაიღუპა, 21 ადამიანი კი დაშავდა. გარდაცვლილი პირებიდან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.


წყარო: გაზეთი "ბათუმელები"