გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგიას განცხადებით, ახალი პროექტის ფარგლებში, ყველა რეგიონში განხორციელდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სამუშაოები

18-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამინისტროს მიერ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული.


"დაახლოებით 500 მილიონ ლარამდე მივმართეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის; თუმცა, წლების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს და, ასევე, დროს საჭიროებს სრული აღდგენისთვის; აქედან გამომდინარე, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დავიწყებთ დაახლოებით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების ეტაპობრივად განხორციელებას, რაც, თავისთავად, საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო სტაბილურად მივაწოდოთ ჩვენს ფერმერებს წყალი, გავზარდოთ წყალუზრუნველყოფა და ამით ჩვენ ფერმერებს მივცეთ უფრო კარგი შედეგების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა რეგიონში იქნება განხორციელებული შესაბამისი პროექტები - ირიგაციის ნაწილში აღმოსავლეთ საქართველოში და დრენაჟის ნაწილში, დასავლეთ საქართველო.


„ჩვენ დრენაჟის მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, ვინაიდან დასავლეთ საქართველოში არის ფართობები, რომლებიც, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად, შეიძლება მოვაქციოთ ეკონომიკურ ბრუნვაში და ამ ფართობებზე ვაწარმოოთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დაჩქარებული ტემპებით დავიწყებთ ამ პროცესს და ეს მოგვცემს კონკრეტულ შედეგს, რომელიც გაჟღერებული იქნა ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.